ილია მეორე დეკანოზ აკაკი მეგრელიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დეკანოზ აკაკი მეგრელიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სამძიმრის წერილს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
“დიდად ვწუხვართ დეკანოზ აკაკი მეგრელიშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით ერთ-ერთი ღირსეული მოძღვარი გამოაკლდა საქართველოს ეკლესიის სამღვდელო დასს.
განსწავლული, მამობრივად მზრუნველი, გულითადი ადამიანი, – ასეთად ემახსოვრებათ იგი სასულიერო პირებსა და სასულიერო აკადემიის პედაგოგებს, სტუდენტებსა და მრევლს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხოვნოს იგი და სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ!”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, თბილისის ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი აკაკი მეგრელიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.