პაკისტანელმა სამხედროებმა ავღანელთა ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რომლებიც ქვეყანაში უკანონოდ მოხვედრას ცდილობდნენ – საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან.
ინციდენტის შედეგად, სამი ავღანელი ლტოლვილი დაიღუპა, ხუთი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დღეს დილით 10 ავღანელი პაკისტანის ტერიტორიაზე შევიდა, რა დროსაც მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს.