ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით, დაახლოებით, 13 ორსულია გარდაცვლილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით, დაახლოებით, 13 ორსულია გარდაცვლილი.
მისივე თქმით, პრევენციის ერთადერთი საშუალება არსებობს და ეს ორსულების ვაქცინაციაა.
„სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ჩართულია. ამის პრევენციის ერთი საშუალებაა მხოლოდ, რომ ორსულები უნდა აიცრან. მთლიანად ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პანდემია არის, თუ არ ვცდები, გარდაცვლილია 13 ორსული”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.