აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენები ბაიდენის გადადგომას ითხოვენ

აშშ-ის კონგრესში გაისმა მოწოდებები, რომ ქაბულის აეროპორტთან გუშინ მომხდარ სამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა აიღონ: ვიცეპრეზიდენტმა – კამალა ჰარისმა, სახელმწიფო მდივანმა – ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა – ლოიდ ოსტინმა.

როგორც ტენესის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა, მარშა ბლექბერნმა სოციალურ ქსელში დაწერა, “ყველა უნდა გადადგეს ან იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. ბაიდენის ადმინისტრაციას არც გეგმა და არც სტრატეგია ჰქონდა. ისინი საფრთხის წინაშე აყენებენ თავად ამერიკელებს, რის შედეგადაც ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან”.

კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, სენატორმა ინდიანას შტატიდან, ტოდ იანგმა თქვა, რომ “ჩვენი სამხედროების გმირობას, რომლებიც ევაკუაციისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ ძირი გამოუთხარა. ამერიკელ ხალხს არ შეუძლია და არ უნდა შეეგუოს შეცდომებს მათი მთავარსარდლის მსჯელობებში”.

რესპუბლიკელი კონგრესმენის, ელის სტაფანიკის თქმით, “ჯო ბაიდენის ხელები სისხლშია გასვრილი”. მისი აზრით, “შემზარავი ჰუმანიტარული და ეროვნული უსაფრთხოების კატასტროფა მხოლოდ ჯო ბაიდენის სუსტი და არაკომპეტენტური ხელმძღვანელობის შედეგია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები