პენტაგონი: ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, – დაჭრილია 15

ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 15 – დაჭრილია. შესაბამის მონაცემებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 150 ადამიანი დაშავებულია.

გამოცემა Politico აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტერაქტი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფილიალის თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები