გიორგი კალანდარიშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამომრჩეველს მოვემსახუროთ უსაფრთხო გარემოში

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უწყება არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად ემზადება.

„მიმდინარეობს ყველანაირი სამზადისი, რომ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2 ოქტომბერს ამომრჩეველს მოვემსახუროთ უსაფრთხო გარემოში, რაც ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ამ მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო ოთხი კანონქვემდებარე აქტი, რომლითაც მოაწესრიგა და დაადგინა სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რომლებიც სავალდებულო იქნება როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე, კენჭისყრის დღემდე გასათვალისწინებლად როგორც საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის, ასევე, ჩართული მხარეებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენთან მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება ყველა თანამშრომლის, მათ შორის, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების ტრენინგებისთვის, სადაც 63 000-მდე საარჩევნო კომისიის წევრი გაივლის შესაბამის სწავლებებს, არცერთ სწავლებაზე არ მოხდება იმ პირების დაშვება, რომლებიც არ გაივლიან სწრაფ ტესტირებას. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ვირუსის გავრცელების პრევენციას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები