ქაბულის აეროპორტთან მეორე აფეთქება მოხდა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქი სამხედროები არ დაშავებულან ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ორი აფეთქების დროს.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

“ქაბულის აეროპორტის ფარგლებს გარეთ ორი აფეთქება მოხდა. არანაირი ზიანი მათ ჩვენი სამხედროებისთვის არ მოუტანია, დაშავებულები არ არიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამის პარალელურად, განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა, სადაც აღნიშნეს, რომ მუშაობენ იმის დასადგენად, თუ როგორ გავლენას მოახდენს მომხდარი ევაკუაციაზე.

ქაბულის აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასტუმროსთან პირველი აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა, რომლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანია დაღუპული, ბევრი – დაშავებული, თუმცა, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები