ნათია მეზვრიშვილი: საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მაშინ, როდესაც უპრეცედენტო სისტემური ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენი პარტიის წარმომადგენლებზე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი

“საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მაშინ, როდესაც უპრეცედენტო სისტემური ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენი პარტიის წარმომადგენლებზე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „მიშელის კაბინეტთან“ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ყურადღება გამახვილდება წინასაარჩევნო გარემოზე.

,,ყურადღებას გავამახვილებთ პოლიტიკური ნიშნით დევნის შემთხვევებზე და ხაზი გაესმევა საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრების მნიშვნელობას არჩევნებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მაშინ, როდესაც უპრეცედენტო სისტემური ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენი პარტიის წარმომადგენლებზე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები