ქართველების დახოცვის წინააღმდეგ ნათია ფანჯიკიძე პეტიციას ამზადებს

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე მცირე ერების „წითელი წიგნში“ შეტანის ინიციატივით გამოდის და გადაშენების პირას მყოფი ქართველი ერის დაცვისთვის პეტიციის შექმნას გეგმავს, – ამის შესახებ ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. „იდეა კი არადა, ინიციატივა მაქვს: ხომ არსებობს “წითელი წიგნი”, სადაც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებია შეტანილი და მათი დახოცვა იკრძალება? მცენარეები, რომელთა განადგურება იკრძალება? ხოდა, მცირე ერებისთვის მსგავსი კატალოგი მინდა დამუშავდეს და აიკრძალოს ქართველების ხოცვა, ქართველებთან ომი და გაგვიფრთხილდეს მსოფლიო, როგორც უნიკალურ, გადაშენების პირას მყოფ, იშვიათ ადამიანურ სახეობას. ვის მივმართო? (რუსთაველი მკვდარია), უფრო სწორად, პეტიციის შექმნა მინდა და გამომიწოდეთ ხელი“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.1624845_710515238993323_1906195080_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები