ამირან გამყრელიძე: ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება
“ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„დღეს საბჭომ მიიღო კონსენსუსით იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც მოგახსენეს რესტორნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იყო სერიოზული მსჯელობა ბევრ სხვა საკითხზე. ამ ეტაპზე, მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ სხვა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ყველას გთხოვთ პირბადის ტარებას – 50%-ზე ვართ ამ კუთხით. ყველაზე ძლიერი რეგულაცია გახლავთ პირბადე, ყველამ ვატაროთ პირბადე, წავიდეთ და ავიცრათ”, – განაცხადა გამყრელიძემ.