სომხეთის პარლამენტში ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სომხეთის პარლამენტში, სადაც ქვეყნის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის განვითარების 5-წლიან პროგრამას წარადგენს, მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში გადაადგილების შეზღუდვის დაწესებას აპროტესტებდნენ.

მანამდე, ეროვნული საკრებულოს საბჭომ გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობას მხოლოდ მათთვის გამოყოფილ ადგილებში შეძლებენ, კერძოდ, ფოიეში შეხვედრების ოთახის წინ, პრესის ლოჟასა და მიმდებარე პერიმეტრზე. მანამდე, მედიის წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ, ახლა კი მათ აღარ ექნებათ წვდომა დერეფნებზე, რომლებიც მიდის დეპუტატებისა და საპარლამენტო აპარატის თანამშრომლების ოთახებთან.

ფაშინიანის სიტყვით გამოსვლისას, ჟურნალისტებმა ლოჟის შუშაზე დაამაგრეს პლაკატები, წარწერებით: “მედია ჯერ კიდევ არ ყოფილა ასეთი არათავისუფალი, როგორც ნიკოლას დროს”, “ნიკოლ, შენ აღარ ხარ ჟურნალისტი”.

“ჩვენ ვცდილობთ ფაშინიანის ყურადღების მიქცევას, რომ პირადად მოვიდეს და უპასუხოს ჩვენს კითხვებს. ეს არის ჩვენი სამუშაო ადგილი და უსაფრთხოების თანამშრომლები ვერ გაგვაძევებენ აქედან,” – ამბობს სონა გრიგორიანი, გაზეთი“ ჟოგოვარდის ”ჟურნალისტი.

ჟურნალისტებს მხარი ოპოზიციური პარტიების ცალკეულმა დეპუტატებმა დაუჭირეს, თუმცა, პრემიერი მათთან არ მისულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები