ამირან სალუქვაძე: თურმე, ოპოზიციას უთქვამს, ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან მიმართებით რბილი იყოო – უტიფრობის მწვერვალია
“თურმე, ოპოზიციას უთქვამს, ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან მიმართებით რბილი იყოო – უტიფრობის მწვერვალია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისა და ოპოზიციის რეაქციის შეფასება მთხოვა.
თურმე, ოპოზიციას უთქვამს, ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან მიმართებით რბილი იყოო.
უტიფრობის მწვერვალია. ის, რომ პრემიერი “ყირიმის პლატფორმაში” მონაწილეობდა, უკვე ნიშნავს კრემლის პოლიტიკის საწინააღმდეგო მძაფრ პოზიციას. რუსული მედია აფეთქდა და ესენი ვითომ ვერ ხვდებიან?!
სამაგიეროდ, არ იმჩნევენ სააკაშვილის მონაწილეობას რუსულ არხზე ზატულინთან ერთად, არ იმჩნევენ, რომ სააკაშვილი რბილი იყო ზატულინის ნაბოდვარის შეფასებისას, არ იმჩნევენ, რომ სააკაშვილი კრემლს, ისევე როგორც წინა არჩევნებისას, გზავნილებს უგზავნიდა პუტინს, თუ გავიმარჯვებ, “რუსეთთან ხიდების ძებნას დავიწყებო”, – წერს სალუქვაძე.