საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის რადას მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ

22 აგვისტოს კიევში ვიზიტად მყოფი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს, ნატო-ს  საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის რადას მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს, ეგორ ჩერნიევს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა  საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს და  ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, ასევე, უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონსოლიდაციის მნიშვნელობას რუსეთზე ზეწოლის გაზრდის და მის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების იძულების მიზნით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო, ინტენსიურ თანამშრომლობას დეოკუპაციის, ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.

საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში  პარლამენტის წევრები – ალექსანდრე ელისაშვილი და თამარ ტალიაშვილი არიან, კიევში ყირიმის პლატფორმის ფარგლებში და უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ვიზიტის დასასრულს ქართველი პარლამენტარები ხერსონში გაემგზავრებიან და საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები