ირაკლი ლატარია: სულ ვერიდები, გახარიას გუნდს შევეხო, რადგან უამრავი ჩემი ახლობელია მასთან, მაგრამ ახლა ერთი რამ ვერ გავიგე და, იქნებ, გამარკვიოთ
“სულ ვერიდები, გახარიას გუნდს შევეხო, რადგან უამრავი ჩემი ახლობელია მასთან, მაგრამ ახლა ერთი რამ ვერ გავიგე და, იქნებ, გამარკვიოთ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეეჭვება, ბართაიასთვის ვინმეს იარაღი ჩაედოს.
,,სულ ვერიდები, გახარიას გუნდს შევეხო, რადგან უამრავი ჩემი ახლობელია მასთან, მაგრამ ახლა ერთი რამ ვერ გავიგე და, იქნებ, გამარკვიოთ?
აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდესო, მაინტერესებს რამდენიმე რამ.
1. გახარიას გუნდმა რომ დააკავა ბართაია, მაშინაც შეუკერეს საქმე?
2. ბართაია რა საშიშროებას წარმოადგენდა, ან/და საერთოდ რა წონა მას აქვს, რომ ვინმემ მოინდომოს მისი განეიტრალება?
3. როდესაც გირაოთი გამოვიდა (გახარიას დროს) მაშინაც არ ქონდა კონტაქტი ქურდულ სამყაროსთან და მხოლოდ ახლა გახდა პოლიტმატიმარი?
ჩადება არის საშინელება, ამას ვებრძვით ამდენი წელი, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება, ვინმეს ჩაედოს ბართაიასთვის.
უფრო მგონია, რომ შინაურმა ჩაუშვა და ახლა ეს ,,პოზა” საჭიროა!!!
და ბოლოს: ჩაუდეს არა კვახი – წერტილი”, – წერს ირაკლი ლატარია.