ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს 16 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა, სამშობლოში ბრუნდება
“საქართველოს 16 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა, სამშობლოში ბრუნდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან.
“საქართველოს 16 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა, სამშობლოში ბრუნდება. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან!”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.