თამარ გაბუნია: ზუსტად შემიძლია, ვთქვა, ორსულებში „ფაიზერით“ ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო
“ზუსტად შემიძლია” ვთქვა, ორსულებში „ფაიზერით“ ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს, რაც ნამდვილად ზუსტად შემიძლია, ვთქვა, ორსულებში „ფაიზერით“ ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო. რაც შეიძლება სწრაფად, ყველა ორსული ვაქცინაციაში უნდა ჩაერთოს“, – თქვა გაბუნიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკიდურესად საგანგაშოა.