რევაზ სოხაძემ წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან ლილო-ორხევის დასახლებაში გამართა
სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, რევაზ სოხაძემ წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან ლილო-ორხევის დასახლებაში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.
კანდიდატმა ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღება იმ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე გაამახვილა, რომელიც მოსახლეობისთვის მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, სკვერები და საბავშვო გასართობი სივრცეები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივებმა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს სთხოვეს.
მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი – სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე – ლევან ჟორჟოლიანი და გამგეობის წარმოადგენლები ესწრებოდნენ.