ჩემი მხრიდან გონივრული არ იქნებოდა, დავთანხმებოდი ფოთის მერობის კანდიდატობაზე შემოთავაზებას, რადგან ამ ქალაქთან შესაბამისი ბმა არ მაქვს – თინა ბოკუჩავა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ფოთის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით პარტიისგან შეთავაზება მართლაც მიიღო, თუმცა უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ამ ქალაქთან შესაბამისი ბმა არ აქვს.
ბოკუჩავა გიგი უგულავას კანდიდატურას მხარს უჭერს.
„დიახ, ნამდვილად, პარტიისგან იყო ეს შემოთავაზება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მე ამ ისტორიულ ქალაქთან არ მაქვს შესაბამისი ბმა, ჩავთვალე, რომ ჩემი მხრიდან გონივრული და მიზანშეწონილი არ იქნებოდა, დავთანხმებულიყავი ამ შემოთავაზებას. ეს არის ამ გადაწყვეტილების მთელი ანატომია. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ გიგის კანდიდატურას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ფოთის მერობაზე გიგი უგულავას კანდიდატურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარჩია და ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერენ თუ არა მის კანდიდატურას მხარს სხვა ოპოზიციური პარტიები.