გია ვოლსკი: არანაირი ფასეული წარმომადგენელი ბართაია არ არის, ასეთივე ბრალდებები იყო გიორგი გახარიას მიმართ, რომ რურუას არ შეიძლება, უკანონო იარაღი ჰქონოდა

“არანაირი ფასეული წარმომადგენელი ბართაია არ არის, ასეთივე ბრალდებები იყო გიორგი გახარიას მიმართ, რომ რურუას არ შეიძლება, უკანონო იარაღი ჰქონოდა – ცოტა ღირსებას უნდა მოუხმო, როცა ყოფილი პრემიერი ხარ და კონკრეტულ ბრალდებას აჟღერებ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ასეთი რამ ხდება, სწორედ სახელმწიფო პოლიტიკური გუნდი ზიანდება.

„დაბრალება ადვილია! აკაკი ბართაიას დაკავება არ წარმოადგენს საკითხს, რაზეც შეიძლება, ეჭვები გაგიჩნდეს. ასეთი რამ სახელმწიფოს არ ახასიათებს. არანაირი ფასეული წარმომადგენელი ბართაია არ არის. პირიქით, როდესაც ასეთი რამ ხდება, სწორედ სახელმწიფო პოლიტიკური გუნდი ზიანდება – მეტი პასუხი შენ უნდა გასცე, ვიდრე სხვამ, რომელმაც იარაღი ჩაიდო საბარგულში თუ ქამარში. ვის რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს ადამიანის მიმართ, ვისაც არავინ არ იცნობს და არანაირი პოლიტიკური წონა და რესურსი არ გააჩნია?! ასეთივე ბრალდებები იყო გიორგი გახარიას მიმართ, როცა ამბობდნენ, რომ რურუას, რომელსაც არაერთი კანონიერი იარაღი აქვს, არ შეიძლება, უკანონო იარაღი ჰქონოდა, მაშინ როცა ქვეყანაში რევოლუციური პროცესები მიმდინარეობდა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის” ინფორმაციით, მათ მხარდამჭერს აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები