გლდანის რაიონში 4 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

“გლდანის რაიონში,  ერთ-ერთი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში,  აუცილებელია ,,თბილისი ენერჯის,, კუთვნილი გაზსადენის რეკონსტრუქცია”, – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას ხვალ, 20 აგვისტოს, 10:00 სთ- დან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 4000-მდე აბონენტს.

“კერძოდ,  გლდანის VII მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას,  მიმდებარედ – ხიზანიშვილის ქუჩაზე   მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილსა და მცირე კომერციულ ობიექტებს.  გაზმომარაგება სრულად აღდგება 22:00 სთ-მდე. ,,თბილისი ენერჯი,, ბოდიშს გიხდით  შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, ყოველთვის დაიცვათ გაზის მოხმარების უსაფრთხოების ზომები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები