19 აგვისტოს ბათუმი-ახალციხის გზაზე ერთი საათით მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზიმო-7“ გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ57-კმ68 მონაკვეთზე, კლდის ფერდის ჩამოწმენდას (აფეთქებას მცირე მუხტებით).

უწყების ცნობით, სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2021 წლის 19 აგვისტოს, 12:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე შეიზღუდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები