ხვალ „ქართული ოცნება” ქედაში, შუახევსა და ხულოში მერობის კანდიდატებს წარადგენს

18 აგვისტოს „ქართული ოცნება” ქედაში, შუახევსა და ხულოში მერობის კანდიდატებს წარადგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება” ავრცელებს.

11.00 საათზე, „ქართული ოცნება” ქედის მერობის კანდიდატს როლანდ ბერიძეს წარადგენს

მისამართი: ქედა, ცენტრალური პარკი

12.30 საათზე, შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენა გაიმართება

მისამართი: სოფელი ფურტიო

13.30 საათზე, „ქართული ოცნება” ხულოს მერობის კანდიდატს ვახტანგ ბერიძეს წარადგენს

მისამართი: ხულო, ცენტრალური მოედანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები