დიღმის შემდეგ, საველე ჰოსპიტალი სამგორში მოეწყო

დიღმის შემდეგ, საველე ჰოსპიტალი სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში მოეწყო.

სამხედრო ექიმის, ნანა კინწურაშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ლოკაციებზე კოვიდინფიცირებული პაციენტები სამხედრო ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან.

“შეიქმნა ორ ლოკაციაზედიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები, რამაც მოგვცა საშუალება, დამატებითი საწოლფონდი შეგვექმნა და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ლოკაციები გამოყენებული იქნება კოვიდინფიცირებული პაციენტებისათვის. ისინი უშუალოდ სამხედრო ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან”, – აცხადებს სამხედრო ექიმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები