ალუდა ღუდუშაური: “ნაცმოძრაობის“ კანდიდატების წარდგენაზე საზოგადოებამ ოჯახური კანდიდატების ნომინირება იხილა
“როგორც ასეთი, ოპოზიციის ერთობა არ არსებობს. იგი დემორალიზებული და დაქსაქსულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ კანდიდატებსა და ოპოზიციის ერთობაზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” გამარჯვების შანსი არ აქვს.
„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაკოტრებული ორგანიზაციაა, ამის ნათელი დადასტურება იყო, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ წარდგენაზე, ერთი მხრივ, იხილა პრაქტიკულად იგივე სახეები, და მეორე მხრივ, ოჯახური კანდიდატების ნომინირება. მათ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ამიტომ, ეს არის ერთგვარად წარდგენა – წარდგენისთვის. როგორც ასეთი, ოპოზიციის ერთობა არ არსებობს. იგი დემორალიზებული და დაქსაქსულია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.