პრემიერმინისტრის ბრძანებით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება, – შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.

„საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის ბრძანებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები