ივანე ჩხაიძე: კრიტიკულ ზღვარზე ვართ – საველე ჰოსპიტლების არსებობა დამატებითი რეზერვია ქვეყანაში

“ასეთი ტიპის ჰოსპიტლების არსებობა დამატებითი რეზერვია ქვეყანაში, რომელიც აუცილებლად დღესვე უნდა იყოს შექმნილი”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე საველე ჰოსპიტლებზე საუბრისას აცხადებს.

მისი შეფასებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კრიტიკულ ზღვარზეა.

“საველე ჰოსპიტალი არ მინდა, ისე იყოს წარმოდგენილი, თითქოს, ეს არის კარავი და კარავში გაშლილი სტაციონარი. ეს არის არასამედიცინო სივრცე, რომელიც გამოყოფილია სამედიცინო სამსახურის განხორციელებისთვის. ასეთი ტიპის ჰოსპიტლების არსებობა, დამატებითი რეზერვია ქვეყანაში, რომელიც აუცილებლად დღესვე უნდა იყოს შექმნილი. როცა უკვე მართლა მივაღწევთ იმ ზღვარს, როცა არა 500 საწოლი იქნება ქვეყანაში თავისუფალი, არამედ – 100, გვიანი იქნება ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ, ვფიქრობ, დიახ, ჩვენ ახლა კრიტიკულ ზღვარზე ვართ”, – განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები