დევი ტაბიძე: საველე ჰოსპიტლების შექმნას აქვს პრევენციული ხასიათი

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე  აცხადებს, რომ ამ დროისთვის საველე ჰოსპიტლები პრევენციის მიზნით შეიქმნა და მათი გამოყენების საჭიროება იმ შემთხვევაში დადგება, თუ კოვიდინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი კლებას არ დაიწყებს. “დღეისათვის საველე ჰოსპიტლების შექმნას, მე ვფიქრობ, უფრო მეტად აქვს პრევენციული ხასიათი, ვიდრე იქნება მისი გამოყენება. დღევანდელი რიცხვები, რომელიც გვაქვს და ამ ბოლო პერიოდში არის უკვე 5000-ის ფარგლებში, ეს რომ გაგრძელდეს, დაახლოებით, ორი-სამი კვირა კიდევ, ჯანდაცვის საწოლფონდი ამას ვერ გაუძლებს. ყველას უნდა გაეწიოს სამედიცინო დახმარება, ვერ შევძლებთ ჩვენ გადარჩევას, ვიღაცას დავეხმაროთ და ვიღაცას არა. ყველას უნდა დავეხმაროთ”, – განაცხადა დევი ტაბიძემ. შეგახსენებთ, გუშინ ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები