კახა კუჭავა: უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მეცნიერის, ფილოლოგის, პოლიტიკოსის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ქართველი მეცნიერის, ფილოლოგის, პოლიტიკოსის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მეცნიერის, ფილოლოგის, პოლიტიკოსის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო.

ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული ენისა და ლიტერატურის, ზოგადად მეცნიერების განვითარების საქმეში.

აღსანიშნავია თამაზ კვაჭანტირაძის მოღვაწეობა საქართველოს პარლამენტში – იგი გახლდათ სასწავლო ცენტრის უფროსი, მოგვიანებით,  მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი.

პარლამენტის სახელით ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს”,- აცხადებს კუჭავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები