ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა
81 წლის ასაკში ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს.
“თამაზ კვაჭანტირაძე აღარ არის. 81 წლის იყო…წლებია, კაცურად ებრძოდა ვერაგ დაავადებას…
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი…
სიტყვები უძლურია გადმოვცე, რასაც ახლა განვიცდი. ყველაფერმა ჩამირბინა თვალწინ. რა დამავიწყებს მის ამაგს, მის სიკეთეს, გვერდში დგომას, ჯერ კიდევ ბავშვობიდან… რა დამავიწყებს მის, განსაკუთრებულად სიტყვაკაზმულ საუბრებს, შეგონებებს… დიდი ქართველი დავკარგეთ, ჩვენი ჭირის და ლხინის გამზიარებელი, საქართველოს ჭეშმარიტი მითურმხილველი, უდიდესი მასწავლებელი და მოღვაწე.
გულით გისამძიმრებთ მთელს ოჯახს, ჩემო ძვირფასებო და გისამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ დიდებული ადამიანის სახელი, რომელმაც ასე უზომოდ შეგვაყვარა მშობლიური ენა, მშობლიური ლიტერატურა, ჩვენი ისტორია და დაგვიტოვა ყველაზე დიდი ვალდებულება, მუდმივად აღსასრულებლად – “მოვუაროთ საქართველოს”,- წერს ზვიად კვაჭანტირაძე.