გია გაბრიჭიძე: ყველგან, სადაც ხდება არეულობა, სამართალდამცავები მოქმედებენ კანონის შესაბამისად, ხოლო ჟურნალისტებზე თავდასხმა სამწუხაროდ ყველა ქვეყანაში ხდება
“მოკლედ რომ ვთქვა ყველგან, სადაც ხდება არეულობა, სამართალდამცავები მოქმედებენ კანონის შესაბამისად, ხოლო ჟურნალისტებზე თავდასხმა სამწუხაროდ ყველა ქვეყანაში ხდება”,- ამის შესახებ ექსპერტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.
“გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უცნობმა პირებმა გამოცემა „ბუკვის“ ჟურნალისტს, ოლექსანდრ კუჟელნის სცემეს, ფაქტზე გამოძიება კიევის პოლიციამ დაიწყო.
ამ ორიოდ დღის წინ ლიეტუვაში პარლამენტის წინ მიმდინარე არეულობის დროს 26 ეჭვმიტანილი დააკავეს. დაშავებულია 15 სამართალდამცავი.
მოკლედ რომ ვთქვა ყველგან, სადაც ხდება არეულობა, სამართალდამცავები მოქმედებენ კანონის შესაბამისად, ხოლო ჟურნალისტებზე თავდასხმა სამწუხაროდ ყველა ქვეყანაში ხდება.
ასე რომ ოპოების და მათი ჟუუუურრრრნნალისტების უაზრო კივილ-წივილი ხელისუფლების გადადგომის შესახებ სრულიად ამოვარდნილია პროტესტის გამოხატვის რეალური ფორმისგან და სპეკულაციიდან მარაზმში გადადის”,- წერს გაბრიჭიძე.