კახა კალაძე – ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებს: მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ

“მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. მართლაც არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი საქმიანობით, შენი ყოველდღიური ქმედებით სამშობლოს ასახელებ და ახარებ უამრავ ადამიანს. მინდა, ამ წარმატებისთვის მადლობა გადაგიხადოთ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კარგად იცის, რა სირთულეები გამოიარეს სპორტსმენებმა.

“ძალიან კარგად ვიცი, რამხელა შრომა, რამხელა სირთულეები გამოიარეთ, რა დგას ამ ყველაფრის, ამ წარმატებების უკან. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც თქვენს წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა. ესენი არიან მწვრთნელები, ყველა ის ადამიანი, ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. მგონი, ყველას კარგად გვახსოვს ზურაბ კახაბრიშვილის ცრემლიანი სახე. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო შემოიარა. ის იყო თქვენი პირველი გულშემატკივარი იქ, სადაც გულშემატკივარის გარეშე გიწევდათ ასპარეზობა. მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან გუნდთან ერთად თქვენთვის გააკეთა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ყველაზე დიდ გულშემატკივრებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თქვენამდე მოეწვდინათ ხმა, იქნებოდა ეს სოციალური ქსელი, თუ სხვა საშუალება “, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები