ეკატერინე ტიკარაძე – თითოეულ მუნიციპალიტეტში აქტიურად დამუშავდა სატრანსპორტო მიმოსვლა ვაქცინაციის პუნქტის მიმართულებით

ვაქცინაციის პროცესს შეფერხება არ უნდა მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, თითოეულ მუნიციპალიტეტში, აქტიურად დამუშავდასატრანსპორტო მიმოსვლა ვაქცინაციის პუნქტის მიმართულებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, „საკოორდინაციო საბჭოს არ გამოპარვია მხედველობიდან“ ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება ვაქცინაციის მსურველებისთვის გადაადგილებას შეაფერხებდა, რის გამოც, რამდენიმე მუნიციპალიტეტში შემუშავდა სატრანსპორტო გადაადგილების სქემა.

„ვაქცინაციის პროცესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელსაც შეფერხება არ უნდა მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, თითოეულ მუნიციპალიტეტში, აქტიურად დამუშავდა ის სატრანსპორტო მიმოსვლა, რითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ გადაადგილდნენ თითოეული ვაქცინაციის პუნქტის მიმართულებით.

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, უმეტეს მუნიციპალიტეტში უკვე შემუშავდა სატრანსპორტო გადაადგილების შესაძლებლობა, რომელიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება“,-აღნიშნავს ტიკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები