დაავადებათა კონტროლის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე ვაქცინაციის ტემპს საუკეთესოდ მიიჩნევს

“ვაქცინაციის თვალსაზრისით პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, – ეს ეხებათ როგორც პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ასევე, პატიმრებს”, – ასე აფასებს  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

„შემიძლია, ვთქვა, რომ ამ სისტემაში ყველაზე მეტი აცრილია. ექიმებს შეიძლება შევადაროთ, დღეს ექიმების 64%-ზე მეტია აცრილი და პენიტენციურ სისტემაში დაახლოებით ერთნაირია მოცვა. საუბარია როგორც თანამშრომლებზე, ასევე, პატიმრებზე. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციაში, ჯარში ძალიან კარგია მოცვა. სამწუხაროდ, სხვა სისტემებზე ვერ მოგახსენებთ. ექიმებში საკმაოდ მაღალია მოცვა, მაგრამ გამიხარდებოდა ეს მაჩვენებელი 100% რომ იყოს.
იგივეს ვერ ვიტყვი ჩემს კოლეგებზე, ექთნებზე, სადაც საკმაოდ დაბალია მოცვა, განსაკუთრებით დამხმარე სამედიცინო პერსონალზე, რომელშიც კიდევ უფრო დაბალია მოცვა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის შეფასებით, მართალია, პენიტენციურ სისტემაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების ცალკეული შემთხვევები, მაგრამ სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია, რადგან ვაქცინაციის ტემპიც გააქტიურებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები