სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს (ვიდეო)

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან და 14 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.

იდენტიფიცირებულთაგან 1 ნეშტს სამხედრო პატივით 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები