ეკატერინე ტიკარაძე: მე ზუსტად ვიცი, რომ არცერთი ექიმი არ დაეცემა ბრძოლის ველზე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ვარაუდობს, რომ შეზღუდვების დაწესების ფონზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების არეალი შესუსტდება, – ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

ტიკარაძე მედპერსონალს კოვიდთან გაწეული ბრძოლისთვის მადლობას უხდის.

“მე ზუსტად ვიცი, რომ არცერთი ექიმი არ დაეცემა ბრძოლოს ველზე და ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება ამ ყველაფერს. მე ვხედავ, ექიმებს როგორი განწყობა და მზაობა აქვთ ბრძოლის, სწორედ ეს მაძლევს საფუძველს იმისას, რომ ვთქვა, ჯანდაცვის სისტემა მოერევა ამ ყველაფერს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება შეზღუდვებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სავარაუდოდ, დამატებითი შეზღუდვები მომდევნო ორ კვირაში არ იგეგმება.

“მე ვიმედოვნებ, რომ, სწორედ შეზღუდვების შემოღების გამო, მომდევნო ორ კვირაში უნდა შემსუბუქდეს მდგომარეობა”, – განმარტა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები