ნათია თურნავა: გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოსავლებს

“საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ფონზე, საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება გრძელდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკოს სამინისტრო ავცრელებს.

მაგივე ცნობით, 2021 წლის ივლისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 390.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, ექსპორტის პოზიტიური სტატისტიკა, რომელიც ბოლო თვეებია, ზრდის დინამიკით ხასიათდება, ნათლად ასახავს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებს.

„გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოსავლებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის ინფორმაციით, ექსპორტისა და საექსპორტო დარგებისა და საწარმოების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში” დაემატა 60-მდე ბიზნეს – მიმართულება, რომელთაც აქვთ ექსპორტის განვითარების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი.
„ჩვენ შემოგვაქვს მხარდაჭერის ახალი მექანიზმები, რომელიც გულისხმობს ერთდროულად როგორც დაბალპროცენტიან საბანკო რესურსზე ხელმისაწვდომობას, ასევე, სპეციალური გრანტით სარგებლობასა და სხვა მნიშვნელოვან ხელშეწყობას. ვფიქრობ, მხარდაჭერის ახალი მექანიზმების მეშვეობით, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდის ტემპზე,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ ივლისში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის ივლისში პანდემიამდე დაფიქსირებულ მონაცემებს. 2021 წლის ივლისის ექსპორტი 2019 წლის ივლისის ექსპორტს 66.9 მლნ. აშშ. დოლარით, 20.6%-ით აღემატება. 2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 27.8 პროცენტით და 2,275.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 19.3 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელს და 5,209.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
2021 წლის იანვარ-ივლისში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 7.7%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები