“მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის კამპანიაში მაქსიმალურად ჩაერთოს სამთავრობო და კერძო სექტორი, რათა მეტი ორგანიზაცია გახდეს “COVID-უსაფრთხო” – დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებას ავრცელებს. ცენტრი საჯარო და კერძო სექტორს ვაქცინაციის პროცესში უფრო აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს. ამასთან, მზადყოფნას გამოთქვამს, დამატებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია აწარმოოს.

“დღეს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, დროის მოკლე პერიოდში მაქსიმალურად გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი, რადგან COVID-ინფექციის გავრცელებისა და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის და, შედეგად, სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალური ზრდაა.
მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის კამპანიაში მაქსიმალურად ჩაერთოს სამთავრობო და კერძო სექტორი, ფარმაცევტული, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო, სამასპინძლო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორები, რათა თანდათან სულ უფრო მეტი ორგანიზაცია გახდეს “COVID-უსაფრთხო”.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზად არის, ჩაატაროს დამატებითი საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომელთათვის და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა მათ შეკითხვას.
დაინტერესებულ ორგანიზაციებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს თამარ ქაშიბაძეს (ტელ.: 551 170051; ელ.ფოსტა: tamar.kashibadze@ncdc.ge) “, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები