ამირან გამყრელიძე: ჩვენი წინადადებაა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში დაშვებულ იქნან ერთჯერადად აცრილები ან მათ წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის პასუხი

“ჩვენი წინადადებაა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში იყვნენ ერთჯერადად აცრილები ან მათ წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის პასუხი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 24- და 72-საათიანი ტესტები სახელმწიფოს ხარჯზე აღარ იქნება.

“ჩვენი წინადადებაა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას, როგორიცაა კაფე, რესტორანი, სილამაზის სალონი, სავარჯიშო დარბაზი და ა.შ. იქ დაშვებული იყვნენ ერთჯერადად აცრილი ადამიანები (სანამ აცრა მოსახლეობის 10%-ს არ მოიცავს) ან მათ უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ 24 და 72-საათიანი ტესტები აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში ან სხვა დაწესებულებაში წასვლა, კეთილი ინებეთ და თქვენი ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები