სალომე ზურაბიშვილმა შოთა ქარსელაძე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შოთა ქარსელაძე 2021 წლის 3 ივლისს თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მედლით – “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდო შოთა ქარსელაძის დედას, მარინა გარსევანიშვილს გადასცა.
დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში მხოლოდ შოთა ქარსელაძის დისა და მეგობრის მონაწილეობით გაიმართა.