დავით სერგეენკო: ახლა გავიგე, რომ მელია და ხოშტარია ერთმანეთის კონკურენტები არიან, ადრე თანამოაზრეები მეგონა
“ახლა გავიგე, რომ ნიკა მელია და ელენე ხოშტარია ერთმანეთის კონკურენტები არიან, ადრე თანამოაზრეები მეგონა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების – ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას წინასაარჩევნო ბანერებზე საუბრისას განაცხადა.
„ახლა გავიგე, რომ ერთმანეთის კონკურენტები არიან, ადრე თანამოაზრეები მეგონა. ალბათ, რაღაც პოლიტიკური კონსულტაციების შედეგია, მაგრამ რას ემსახურება, არ ვიცი, არ ვარ ჩახედული”, – აღნიშნა სერგეენკომ.
წინასაარჩევნო ბანერებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი – ელენე ხოშტარია და თბილისის მერობის კანდიდატი – ნიკა მელია სხვადასხვა საარჩევნო ნომრით არიან წარმოდგენილები.