NDI: კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე გამოკითხულთა 47 პროცენტი უარს აცხადებს, 35 პროცენტი კი ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 47 პროცენტი აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა.

გამოკითხულთა 35 პროცენტი კი აცხადებს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა, შვიდი პროცენტის თქმით, ვაქცინა უკვე გაიკეთა, ხოლო 11 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ამასთან, აცრაზე უარის თქმის მიზეზად 47 პროცენტი ამბობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხს; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, აცრაზე უარს ამბობს გამოკითხულთა 20 პროცენტი; შვიდი პროცენტი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს; ორი პროცენტი ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია, ხუთი პროცენტი სხვა მიზეზს ასახელებს, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა ხუთმა პროცენტმა.​

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები