12 აგვისტოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე, მაგისტრალის შორაპანი – არგვეთას მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია
“ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს. რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2021 წლის 12 აგვისტოს 05:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.