ირაკლი ღარიბაშვილი: შემთხვევით არ არის, რომ ბიზნესი გახსნისთანავე აგვყვა ტემპში, დაიჯერა პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა და სტაბილურობის განცდა გაუჩნდა ყველას, საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოახდინეს, რისი შედეგიც არის მაღალი ეკონომიკური ზრდა

“შემთხვევით არ არის, რომ ბიზნესი გახსნისთანავე აგვყვა ტემპში, დაიჯერა პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა და სტაბილურობის განცდა გაუჩნდა ყველას, საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოახდინეს, რისი შედეგიც არის მაღალი ეკონომიკური ზრდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თეთრიწყაროში თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„შემთხვევით არ არის ის, რომ ბიზნესი აგვყვა ასეთ ტემპში გახსნისთანავე. ჩვენ ეტაპობრივად გავხსენით ეს შეზღუდვები, ბიზნესმა დაიჯერა ეს პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა და სტაბილურობის განცდა, რაც მე აღვნიშნე, გაუჩნდა ყველას – თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესს, საწარმოს და მოახდინეს ძალიან დიდი თანხების ინვესტირება საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად. სწორედ ამის შედეგია ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა.
გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მინდა, რომ ვისარგებლო შემთხვევით და გესაუბროთ თქვენ, მოსახლეობას, რომ ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, რას ვაკეთებთ, რას ვგეგმავთ, რის გაკეთებას ვაპირებთ ხვალინდელ დღეს. ხვალინდელი დღე უნდა იყოს იმაზე უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი დღე. ამ სულისკვეთებით უნდა ვიმუშაოთ 24 საათის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები