მარინა ეზუგბაია: რეგულაციები უნდა შევასრულოთ, ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ მიბმულია დაავადების, მათ შორის, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მატებასთან
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
მისივე თქმით გამოსავალი სწორედ რეგულაციების შესრულებასა და ვაქცინაციაშია.
“რეგულაციები უნდა შევასრულოთ. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ მიბმულია დაავადების რაოდენობის, მათ შორის, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მატებასთან.
მე, როგორც ექიმი, კლინიცისტი და ინფექციონისტი მოვუწოდებ ყველას, მაჩვენებლების გაუმჯობესების ერთადერთი წყარო რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია გახლავთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.