კელი დეგნანი: ძალიან მტკივნეულია წელიწადის ეს დრო, როცა ვიხსენებთ, რამდენი ადამიანი დაიხოცა ომში

“წელიწადის ეს დრო ძალიან მტკივნეული პერიოდია, როდესაც ვიხსენებთ წარსულ ამბებს, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა ომში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას 2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქართველებს რომ პროგრესის იმედი ჰქონდეთ, ამისთვის რუსეთმა საქართველოდან სამხედრო ძალები აუცილებლად უნდა გაიყვანოს.

„წელიწადის ეს დრო ძალიან მტკივნეული პერიოდია, როდესაც ვიხსენებთ წარსულ ამბებს, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა ომში. ეს პროცესები გრძელდება იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. იმისთვის, რომ ამ საკითხების მოგვარების რაღაც იმედი გაჩნდეს და ქართველებს ჰქონდეთ პროგრესის იმედი, რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკან უნდა წაიღოს რეგიონების აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები, რათა ყველას, ვინც ცხოვრობს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს დახმარება, რომელიც სჭირდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები