პროგრამის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 90 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება აუქციონზე გამოცხადდა
პროგრამის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, კერძო სექტორს მომდევნო საინვესტიციოდ მიმზიდველ 90 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებას, მათ შორის, 54 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და 6 სახელმწიფო საწარმოს სთავაზობს.
გასაყიდ ქონებებს შორის 89 ობიექტი 25-50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
„პრივატიზება იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მომხმარებელი შეძლებს, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში.
სააგენტოს განცხადების თანახმად, დაჩქარებულ პრივატიზაციას სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, შემუშავებულ საპრივატიზებო რუკას პერიოდულად დაემატება ახალი საინვესტიციო შეთავაზებები.
აუქციონებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.