თენგიზ ცერცვაძე: ჯერ არცერთი პაციენტი მედიკამენტის ან სუნთქვის აპარატის გარეშე არ დარჩენილა – ექიმების, მედიკამენტების, ხელოვნური სუნთქვის აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება

“თუ შემთხვევების ზრდა უსასრულოდ გაგრძელდა, მაშინ მართლაც შეიძლება დადგეს ეს მომენტი, როგორც ეს ყველა ქვეყანაში იდგა სხვადასხვა დროს – ან პირველი, ან მეორე, ან მესამე ტალღის დროს, განსაკუთრებით ნოემბერ-დეკემბერ-იანვარში​“,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საწოლფონდის რესურსებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ადამიანური რესურსის, მედიკამენტის ან ხელოვნური სუნთქვის აპარატის დეფიციტი არ იქნება.

“თუ შემთხვევების ზრდა უსასრულოდ გაგრძელდა, მაშინ მართლაც შეიძლება დადგეს ეს მომენტი, როგორც ეს ყველა ქვეყანაში იდგა სხვადასხვა დროს – ან პირველი, ან მეორე, ან მესამე ტალღის დროს, განსაკუთრებით ნოემბერ-დეკემბერ-იანვარში​.

ჯერჯერობით, ჯანდაცვის სექტორს აქვს რესურსი. დაახლოებით 7 000 საწოლია მობილიზებული და 6 400 დაკავებულია. 8-მდე გაზრდის შესაძლებლობა არსებობს.

ექიმები მართალია დაიღალნენ, ისინი გმირები არიან, ის ექიმები, ვინც პირველივე დღიდან დგანან ფრონტის წინა ხაზზე, აღამებენ და ათენებენ კლინიკებში – ისინი ამ დაღლას დაძლევენ და ექიმების დეფიციტი არ იქნება, ისევე, როგორც არ ყოფილა საქართველოში არასოდეს, არ იქნება მედიკამენტების ან ხელოვნური სუნთქვის აპარატების დეფიციტი. ჯერ არცერთი პაციენტი მედიკამენტის ან სუნთქვის აპარატის გარეშე არ დარჩენილა”,- განაცხადა ცერცვაძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები