დავით ზალკალიანმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით ზალკალიანმა მწუხარება გამოთქვა საბერძნეთში არსებული მასშტაბური ხანძრების გამო და საქართველოს მთავრობის სახელით სოლიდარობა გამოხატა ბერძენი ხალხისა და მთავრობის მიმართ.
მინისტრი დაინტერესდა საბერძნეთში ხანძრების მხრივ დღეს არსებული ვითარებით და ასევე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოების მიმდინარეობით.
“საუბრისას, მხარეებმა ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნეს ორი ქვეყნის ისტორიული კავშირები და მეგობრული ურთიერთობები.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში არსებული მასშტაბური ხანძრების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საბერძნეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ადგილზე მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები