თეა წულუკიანი: კონსტიტუცია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ, ამას სხვაგვარად ამბობდა მიშელის დოკუმენტი, რომლიდანაც გამოვედით და ამ გადაწყვეტილებას მივესალმები
“კონსტიტუცია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ, ამას სხვაგვარად ამბობდა მიშელის დოკუმენტი, რომლიდანაც გამოვედით და ამ გადაწყვეტილებას მივესალმები”,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ის, რომ 2024 წლამდე საქართველოში ვერ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეს წერია საქართველოს კონსტიტუციაში და მე ძალიან მიხარია, რომ “ქართული ოცნება” და ქვეყანა დავუბრუნდით კონსტიტუციურ რეჟიმს. კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება 4 წელიწადში ერთხელ. ამას სხვაგვარად ამბობდა შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლიდანაც ჩვენ გამოვედით და მე ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები”, – აცხადებს წულუკიანი.