კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება, საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებასა და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს

ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება. საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებასა და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პროკურატურაში საერთშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებების საცავი საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა აშშ-ში ვიზიტის, საუკეთესო პრაქტიკის და მიღებული გამოცდილების გაზიარების შედეგია.

„ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება. როგორც იურისტს მესმის მტკიცებულების მნიშვნელობა საგამოძიებო ეტაპზე და ასევე, სასამართლო პროცესისთვის მომზადების დროს. საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებასა და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს. ჩემთვის ცნობილია, რომ შეზღუდული რესურსების მიუხედავად, თქვენ რესურსები გამოყავით აღნიშნული საცავის ასაშენებლად, რაც თქვენს პროფესიონალიზმსა და გამოძიების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის მეტად ამაღლებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებების საცავი საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა აშშ-ში ვიზიტის, საუკეთესო პრაქტიკის და მიღებული გამოცდილების გაზიარების შედეგია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შესაძლებლობა თქვენთან ერთად ვყოფილიყავი ამ ახალი საცავის დათვალიერებისა და გახსნის დროს, რომელიც უფრო ამაღელვებელი იყო, ვიდრე ველოდი“, – აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მოეწყო და პროკურატურაში მიმდინარე საქმეებზე პროკურატურის ხელთ არსებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების ცენტრალიზებულ აღრიცხვა-შენახვას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები